ოფიციალურად - „ინტერ მაიამი“ ფიფა-ს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს #1TVSPORT
ოფიციალურად - „ინტერ მაიამი“ ფიფა-ს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს #1TVSPORT

ფიფა-ს 2025 წლის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ლიონელ მესის „ინტერ მაიამიც“ ითამაშებს, – ინფორმაცია ორგანიზაციის პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ დაადასტურა.

განახლებული ფორმატით, 32-გუნდიანი საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში 2025 წლის 15 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით აშშ-ში გაიმართება.

ტურნირზე 12 გუნდი ევროპიდან იქნება, 6 – სამხრეთ ამერიკიდან, 4 – აზიიდან, 4 – ჩრდილოეთ ამერიკიდან, 4- აფრიკიდან, 1 – ოკეანეთის ზონიდან, ხოლო ერთი გუნდი მასპინძლის სტატუსით ითამაშებს.

„ინტერ მაიამიმ“ ამერიკის საფეხბურთო ლიგის (MLS) რეგულარული სეზონი საუკეთესო შედეგით დაასრულა და კვალიფიცირების მიზეზიც სწორედ ეს გახდა.

ამ ეტაპზე საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის 31 მონაწილეა ცნობილი, ბოლო გუნდი სამხრეთ ამერიკის მთავარი საკლუბო ჩემპიონატის, ლიბერტადორესის თასის დასრულების შემდეგ გამოვლინდება.