ოფიციალურად - გოლოვკინი რვა ივნისს ნიუ იორკში იჩხუბებს
ოფიციალურად - გოლოვკინი რვა ივნისს ნიუ იორკში იჩხუბებს

ცნობილმა ყაზახმა მოკრივემ, მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა გენადი გოლოვკინმა (38-1-1, 34KO) მორიგი მეტოქის ვინაობა შეიტყო. რინგზე ის 8 ივნისს დაბრუნდება და ნიუ იორკის „მედისონ სკვერ გარდენში“ შეხვდება ნაკლებად ცნობილ კანადელ სტივ როლსს (19-0, 10KO).

ბრძოლა გაიმართება 74-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, მიუხედავად იმისა, რომ ყველა წინა ორთაბრძოლა ყაზახს საშუალო წონაში (72 კილოგრამი) ჰქონდა ჩატარებული.

როგორც იტყობინებიან, გოლოვკინისთვის ეს ერთგვარი „გასახურებელი“ ბრძოლა უნდა გახდეს მექსიკელ საულ ალვარესთან მესამე შეხვედრის წინ. ამ მოკრივეთა პირველი ბრძოლა 2017 წლის სექტემბერში ფრედ დასრულდა, მეორე (2018 წლის სექტემბერი) მსაჯების გადაწყვეტილებით ალვარესმა მოიგო.

დატოვე კომენტარი