ოფიციალურად - გავიმ „ბარსელონასთან“ კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა #1TVSPORT
ოფიციალურად - გავიმ „ბარსელონასთან“ კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა #1TVSPORT

„ბარსელონას“ 18 წლის ნახევრმცველმა გავიმ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა, – იუწყება კატალონიური გუნდის ოფიციალური ვებგვერდი.

ძველი კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში იწურებოდა, ახალი ხელშეკრულების თანახმად კი გავი „ბარსელონაში“ 2026 წლამდე დარჩება.

გავი გასულ სეზონში „ბარსელონას“ ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა – სადებიუტო მატჩის დროს ესპანელი 17 წლისა და 24 დღის იყო.

წინა სეზონში გავიმ „ბარსელონას“ შემადგენლობაში 47 მატჩი (ყველა ტურნირზე) ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.