ინგლისის ნაკრებმა ოფიციალურად გამოაცხადა გარეტ საუტგეიტის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან წასვლის შესახებ.
„ჩემთვის დიდი პატივი იყო ინგლისის ნაკრებში თამაში და შემდეგ ამ გუნდის მწვრთნელობა. ეს ჩემთვის ყველაფერს ნიშნავდა და ამისთვის ბოლომდე დავიხარჯე, მაგრამ მოვიდა ცვლილებებისა და ახალი ეტაპის დრო“, – განაცხადა საუტგეიტმა.
53 წლის სპეციალისტი ინგლისის ნაკრებს 2016 წლიდან ავარჯიშებდა. ეროვნულმა გუნდმა მისი ხელმძღვანელობით 102 მატჩი ჩაატარა, 64 შეხვედრა მოიგო, 20 ფრედ დაასრულა და 18 წააგო.
გარეტ საუტგეიტის ინგლისის ნაკრები ორჯერ გავიდა ევროპის ჩემპიონატის ფინალში, მაგრამ ტიტულის მოპოვება ვერ მოახერხა. მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ინგლისმა მეოთხე ადგილი დაიკავა, 2022 წელს კი მეოთხედფინალიდან გამოეთიშა პლანეტის პირველობას.