ოფიციალურად - ფრენკ ლემპარდი „ჩელსის“ მწვრთნელად დაინიშნა
ოფიციალურად - ფრენკ ლემპარდი „ჩელსის“ მწვრთნელად დაინიშნა

ლონდონის „ჩელსის“ ყოფილი ნახევარმცველი ფრენკ ლემპარდი თავის მშობლიურ კლუბში დაბრუნდა. პრემიერლიგის სამგზის ჩემპიონი „არისტოკრატთა“ ახალი მთავარი მწვრთნელი გახდა. მასთან სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდა, – წერს „ჩელსის“ პრესსამსახური.

„ვამაყობ იმით, რომ ვბრუნდები „ჩელსიში“ მთავარი მწვრთნელის რანგში. ყველამ კარგად იცის ამ კლუბისა და მისი ისტორიის მიმართ ჩემი სიყვარულის შესახებ. კონცენტრირებული ვარ მხოლოდ სამუშაოზე და ახალი სეზონისთვის მზადებაზე. მე აქ ვარ იმისთვის, რომ მონდომებით ვიმუშაო და კლუბს სარგებლობა მოვუტანო. მოუთმენლად ველოდები სამუშაოს დაწყებას“, – თქვა 41 წლის ლემპარდმა.

ფრენკ ლემპარდი „ჩელსიში“ 2001-14 წლებში თამაშობდა. კარიერის დასრულების შემდეგ, მან მწვრთნელობას მიჰყო ხელი. შარშან, ჩემპიონშიფში „დერბი ქაუნთის“ ავარჯიშებდა. ეს გუნდი მეექვსე ადგილზე გაიყვანა, რის შემდეგაც, პრემიერლიგაში გადასასვლელი პლეი ოფი წააგო „ასტონ ვილასთან“.