სუპერმძიმე წონაში WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის, ბრიტანელი ტაისონ ფიურისა და ამერიკელი დეონტეი უაილდერის ბრძოლა გადატანილია, – იტყობინება WBC-ის პრესსამსახური. ამის მიზეზად დასახელდა ბრიტანელის გუნდში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა.
ბრძოლის ახალი თარიღის შესახებ უახლოეს პერიოდში გამოცხადდება. ვარაუდობენ, რომ შეხვედრა სექტემბრისთვის ან ოქტომბრისთვის გადაიდება.
შეგახსენებთ, რომ ფიურისა და უაილდერის ბრძოლა 24 ივლისს ლას ვეგასში იყო დაგეგმილი. მათი პირველი ბრძოლა 2018 წლის დეკემბერში ფრედ დასრულდა, მეორეში კი 2020 წლის თებერვალში ფიურიმ ტექნიკური ნოკაუტით მოიგო.