გერმანიის ნაკრების 31 წლის ფორვარდი ნიკლას ფიულკრუგი „ვესტ ჰემის“ ფეხბურთელი გახდა, – იტყობინება ლონდონური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი. გასულ სეზონში ფეხბურთელი „დორტმუნდში“ თამაშობდა.
ფიულკრუგმა „ვესტ ჰემთან“ ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
2023-24 წლების სეზონში გერმანელმა 46 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, 16 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.