ოფიციალურად - ფეტელი „ფერარის“ ტოვებს
ოფიციალურად - ფეტელი „ფერარის“ ტოვებს

„ფორმულა 1-ის“ იტალიურმა საჯინიბო „ფერარიმ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გერმანელ პილოტთან სებასტიან ფეტელთან კონტრაქტს არ გააგრძელებს. ასე რომ, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი „სკუდერიას“ 2020 წლის სეზონის ბოლოს დატოვებს.

„ეს გადაწყვეტილება ორმხრივი შეთანხმებით არის მიღწეული. ეს რთული გადაწყვეტილება იყო, თუ გავითვალისწინებთ სებასტიანის მნიშვნელობას – როგორც პილოტისა და როგორც ადამიანის. არ ყოფილა კონკრეტული მიზეზი, რამაც ეს შეთანხმება გამოიწვია“, – განაცხადა „ფერარის“ ხელმძღვანელმა მატია ბინოტომ.

ფეტელიფერარიში“ 2015 წლიდან გამოდიოდა, მაგრამ ტიტულის მოპოვება ვერც ერთხელ ვერ შეძლო. ოთხივე ჩემპიონობას მან „რედ ბულის“ რიგებში მიაღწია.