ოფიციალურად - ევრო 2020-ის გახსნის მატჩს მაყურებელი დაესწრება #1TVSPORT
ოფიციალურად - ევრო 2020-ის გახსნის მატჩს მაყურებელი დაესწრება #1TVSPORT

იტალიის მთავრობამ ოფიციალურად დაადასტურა გულშემატკივრების დაშვება რომში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მატჩებზე.

მთავრობა გარანტიას იძლევა, რომ რომის ოლიმპიური სტადიონი, რომელიც 72 700 მაყურებელს იტევს, 25 პროცენტით შეივსება, შესაბამისად, ტრიბუნებზე დაახლოებით 18 100 მაყურებელი განთავსდება.

რომში უნდა გაიმართოს ევრო 2020-ის გახსნის მატჩი: 11 ივნისს თურქეთი-იტალია. ასევე 16 ივნისს იტალია-შვეიცარია, 20 ივნისს იტალია-უელსი, გარდა ამისა, ერთი მეოთხედფინალი 3 ივლისს.