ოფიციალურად - დე ლიგტი „ბაიერნის“ ფეხბურთელია #1TVSPORT
ოფიციალურად - დე ლიგტი „ბაიერნის“ ფეხბურთელია #1TVSPORT

მიუნხენის „ბაიერნის“ პრესსამსახურმა გამოაცხადა „იუვენტუსიდან“ ნიდერლანდების ნაკრების მცველ მატეის დე ლიგტის ტრანსფერის შესახებ.

მხარეებმა 2027 წლის 30 ივნისამდე გააფორმეს ხელშეკრულება.

გერმანიის ჩემპიონმა ფეხბურთელში 80 მილიონი ევრო გადაიხადა.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი დიდი გუნდის წევრი გავხდი. „ბაიერნი“ ყველაზე წარმატებული კლუბია გერმანიაში და ერთ-ერთი წარმატებული ევროპასა და მსოფლიოში.

თავიდანვე ვიგრძენი სპორტული ხელმძღვანელობისა და მწვრთნელის მხრიდან კეთილგანწყობა. გარდა ამისა, „ბაიერნი“ შესანიშნავად ორგანიზებული კლუბია დიდი მიზნებით. ძალიან მიხარია, რომ „ბაიერნის“ ისტორიის ნაწილი გავხდი“, – მოჰყავს „ბაიერნის“ პრესსამსახურს დე ლიგტის სიტყვები.

ნიდერლანდელი უკვე შეურთდა თავის ახალ გუნდს ამერიკის შეერთებულ შტატებში და სათამაშო ნომერზეც ჩამოყალიბდა. ის „ბაიერნში“ მეოთხე ნომრით ითამაშებს, რომელიც მანამდე „დორტმუნდში“ გადასულ ნიკლას ზიულეს ეკუთვნოდა.