ოფიციალურად - დე ბრუინმა „მანჩესტერ სიტისთან“ კონტრაქტი გააგრძელა #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტიმ“ ოფიციალურად გამოაცხადა კონტრაქტის გაგრძელება თავის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელთან კევინ დე ბრუინთან.
ახალი ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.
დე ბრუინი „მანჩესტერ სიტიში“ 2015 წელს „ვოლფსბურგიდან“ გადავიდა და მას შემდეგ, მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ მთავარ ვარსკვლავად იქცა. 29 წლის ბელგიელმა ინგლისური კლუბის რიგებში ჯამში 255 მატჩი ჩაატარა, 65 გოლი გაიტანა და 105 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.