ოფიციალურად – დე ბრუინმა „მანჩესტერ სიტისთან“ კონტრაქტი გააგრძელა #1TVSPORT

17:09, 07.04.2021

„მანჩესტერ სიტიმ“ ოფიციალურად გამოაცხადა კონტრაქტის გაგრძელება თავის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელთან კევინ დე ბრუინთან.

ახალი ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.

დე ბრუინი „მანჩესტერ სიტიში“ 2015 წელს „ვოლფსბურგიდან“ გადავიდა და მას შემდეგ, მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ მთავარ ვარსკვლავად იქცა. 29 წლის ბელგიელმა ინგლისური კლუბის რიგებში ჯამში 255 მატჩი ჩაატარა, 65 გოლი გაიტანა და 105 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მსგავსი