ოფიციალურად დადასტურდა - ჯაბა ჯიღაურმა ბათუმის „დინამო“ დატოვა #1TVSPORT
ბათუმის „დინამომ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდი ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშემ, ჯაბა ჯიღაურმა დატოვა.
„ჯაბა ჯიღაური მომავალ სეზონში ჩვენი გუნდის ღირსებას აღარ დაიცავს. მადლობას ვუხდით ჯაბას და საფეხბურთო კარიერის ახალ ეტაპზე წარმატებებს ვუსურვებთ“, – წერია ბათუმის „დინამოს“ განცხადებაში.
30 წლის შემტევმა ნახევარმცველმა ბათუმის„დინამოს“ მაისურით 111 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და 37 გოლი გაიტანა. გუნდთან ერთად ეროვნული ლიგის ჩემპიონობა და სუპერთასის მოგება იზეიმა.
ჯიღაურმა კარიერა თბილისის „დინამოში“ დაიწყო. უთამაშია საჩხერის „ჩიხურაში“, ჩრდილოეთ მაკედონიის „ვარდარში“, ყაზახურ „ორდაბასსა“ და ფრანგულ „გრენობლში“. ჯიღაური ბათუმის „დინამოში“ 2019 წელს ჩაირიცხა.
2016 წლიდან ვლადიმირ ვაისი სისტემატურად იწვევდა საქართველოს ნაკრებში, რომლის ფორმითაც ჯიღაურმა 15 მატჩი ჩაატარა. გამოცდილი ფეხბურთელი არის საქართველოს ჩემპიონი, თასისა და სუპერთასის მფლობელი.