ოფიციალურად – ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სეზონში ხუთი ესპანური კლუბი ითამაშებს #1TVSPORT

09:04, 19.04.2025

ევროტურნირების მეოთხედფინალური ეტაპის დასრულების შემდეგ საბოლოოდ გაირკვა ის ორი ქვეყანა, რომლებსაც 2025-26 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ხუთი გუნდი ეყოლებათ წარმოდგენილი.

უფრო ადრე ეს უფლება მოიპოვა ინგლისმა, ახლა კი, ევროპალიგაზე „ბილბაოს“ „რეინჯერსთან“ გამარჯვების შემდეგ, უეფა-ს კოეფიციენტების რეიტინგში მეორე ადგილი გაინაღდა ესპანეთმა. მიმდინარე სეზონში ესპანურმა კლუბებმა 23 034 ქულა დააგროვეს და უკვე მიუღწეველი არიან იტალიისთვის, რომელსაც 21 125 ქულა აქვს.

ევროთასების ნახევარფინალში ესპანეთს სამი წარმომადგენელი ჰყავს დარჩენილი: „ბარსელონა“ (ჩემპიონთა ლიგა), „ბილბაო“ (ევროპის ლიგა) და „ბეტისი“ (კონფერენციის ლიგა).

ამ მომენტისთვის ლა ლიგაში მეხუთე ადგილი „ვილიარეალს“ უკავია, რომელიც „ბეტისს“ სამი ქულით ასწრებს და ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

გარდა ამისა, უეფას კოეფიციენტების ცხრილში ესპანეთის TOP 2-ში გარანტირებულად მოხვედრა იმას ნიშნავს, რომ ლა ლიგის მერვე ადგილი გარანტირებულად ითამაშებს კონფერენციის ლიგაზე. ამჟამად ამ პოზიციაზე „მალიორკა“ იმყოფება.

მსგავსი