ოფიციალურად - „ბარსელონას“ პრეზიდენტის არჩევნები 21-22 მარტს გაიმართება
ოფიციალურად - „ბარსელონას“ პრეზიდენტის არჩევნები 21-22 მარტს გაიმართება

„ბარსელონამ“ დაადასტურა, რომ კლუბის პრეზიდენტის მომავალი არჩევნები 2021 წლის 20-21 მარტს გაიმართება.

ხმის მიცემა ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა ადგილას ჩატარდება, რათა შეზღუდული იყოს კორონავირუსის გავრცელება. ასევე ნებადართულია ონლაინ რეჟიმში ხმის მიცემა.

„ბარსელონას“ მოქმედ პრეზიდენტად რჩება ხოსეპ ბარტომეუ, რომლის მმართველობა არა ერთი სკანდალით აღინიშნა. კლუბის წარუმატებლობების სერიამ კულმინაციას მაშინ მიაღწია როცა „ბარსელონამ“ ჩემპიონთა ლიგაზე „ბაიერნთან“ 2:8 წააგო.

ამ მარცხის შემდეგ, გუნდის ლიდერმა ლიონელ მესიმ „ბარსელონადან“ წასვლის სურვილი გამოთქვა, მაგრამ ბარტომეუმ არგენტინელს უარით უპასუხა. კლუბში შექმნილმა სიტუაციამ ასობით გულშემატკივარს ქუჩაში გამოსვლა და პრეზიდენტის წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვა აიძულა.