ოფიციალურად - „ბარსელონამ“ მესის წასვლის შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT
ოფიციალურად - „ბარსელონამ“ მესის წასვლის შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT

„ბარსელონას“ პრესსამსახურმა გამოაცხადა, რომ ფორვარდმა ლიონელ მესიმ კატალონური კლუბი დატოვა.

„ბარსამ“ ვერ შეძლო ახალი კონტრაქტის გაფორმება 34 წლის არგენტინელთან ესპანეთის ჩემპიონატის ფინანსური წესების გამო.

„მიუხედავად იმისა, რომ კლუბმა და ლეო მესიმ მიაღწიეს შეთანხმებას და გეგმავდნენ ახალი კონტრაქტის გაფორმებას, ფინანსური და სტრუქტურული წინაღობების გამო, რომელიც ლა ლიგას წესებს უკავშირდება, ფეხბურთელთან ხელშეკრულების გაფორმება შეუძლებელი გახდა.

ამასთან დაკავშირებით, ლიონელ მესი აღარ ითამაშებს „ბარსელონაში“. მხარეები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ კლუბისა და ფეხბურთელის სურვილის ასრულება არ მოხერხდება“, – წერია კლუბის განცხადებაში.

ლიონელ მესი პირველ ივლისს გახდა თავისუფალი აგენთი „ბარსელონასთან“ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ.

დატოვე კომენტარი