ოფიციალურად - ბაიერნმა ლუკა ერნანდესი შეიძინა
ოფიციალურად - ბაიერნმა ლუკა ერნანდესი შეიძინა

მიუნხენის „ბაიერნმა“ თავის ოფიციალურ „ტვიტერზე“ გამოაცხადა მადრიდის „ატლეტიკოს“ მცველის ლუკა ერნანდესის ტრანსფერის შესახებ. 23 წლის ფრანგი მიუნხენელებს პირველ ივლისს შეუერთდება. მისი კონტრაქტი გერმანულ კლუბთან ხუთ წელზეა გათვლილი.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ „ბაიერნი“ ერნანდესის სანაცვლოდ 85 მილიონ ევროს გადაიხდის. ფეხბურთელის წლიური ხელფასი 13 მილიონ ევროს გაუტოლდება.

ამ სეზონში ერნანდესმა 22 მატჩი ჩაატარა „ატლეტიკოს“ რიგებში და ერთი გოლი გაიტანა.