ოფიციალურად - „ბაიერნმა“ „გალათასარაიდან“ ფრანგი მცველი შეიძინა #1TVSPORT
„გალათასარაის“ ფრანგი მცველი საშა ბოე მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელი გახდა. მასთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გაფორმდა.
23 წლის ბოე ამპლუით მარჯვენა მცველია.
„ჩემთვის ეს ოცნების ასრულებაა. უდიდესი პატივია, ვითამაშო ისეთ დიდ კლუბში, როგორიც „ბაიერნია“. მოუთმენლად ველოდები შესაძლებლობას, ვითამაშო ასეთ შესანიშნავ ფეხბურთელებთან. მე ვარ მცველი, რომელსაც უყვარს შეტევაში წასვლა“, – მოჰყავს ბოეს სიტყვები „ბაიერნის“ პრესსამსახურს.
ტრანსფერის თანხამ 30 მილიონი ევრო შეადგინა. ეს არის სარეკორდო გაყიდვა თურქეთის სუპერლიგის ისტორიაში. წინა რეკორდი 2018 წლის იანვარს დამყარდა, როცა „ბეშიქთაშმა“ ფორვარდი ჯენქ თოსუნი „ევერტონში“ 22.6 მილიონ ევროდ გაუშვა.
მიმდინარე სეზონში ბოემ 31 ოფიციალურ მატჩში ორი გოლი გაიტანა.