უკრაინის ნაკრების ფორვარდი არტიომ დოვბიკი „რომას“ ფეხბურთელი გახდა, – დაწერა იტალიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა.
„„რომა“ მოხარულია, მიესალმოს არტიომ დოვბიკს „ჯალოროსის“ ოჯახში! კლუბმა მიაღწია შეთანხმებას ლა ლიგის წევრ „ჟირონასთან“ 27 წლის უკრაინელი ცენტრალური ფორვარდის ტრანსფერზე.
ნიჭიერი ცაცია ფეხბურთელი 2023-24 წლების სეზონში 36 მატჩში გატანილი 24 გოლით ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ასევე რვა შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ამ შთამბეჭდავმა მაჩვენებლებმა საშუალება მისცა კატალონურ კლუბს, მესამე ადგილი დაეკავებინა და პირველად თავის ისტორიაში მოხვედრილიყო ჩემპიონთა ლიგაზე.
დოვბიკი ასევე მონაწილეობდა ევრო 2020-ზე და ევრო 2024-ზე. ის მე-11 ნომრით ითამაშებს და „რომას“ ისტორიაში პირველი უკრაინელი ფეხბურთელი გახდება. კეთილი იყოს შენი მობრძანება „რომაში“, არტიომ!“ – წერია იტალიური კლუბის განცხადებაში.