ოფიციალურ ცნობამდე - ბერძნული გამოცემა ამტკიცებს, რომ ერთა ლიგის ნახევარფინალები ისევ გადაიტანეს
ოფიციალურ ცნობამდე - ბერძნული გამოცემა ამტკიცებს, რომ ერთა ლიგის ნახევარფინალები ისევ გადაიტანეს

უეფას დღევანდელი ვიდეოკონფერენციის შესახებ ევროპულმა გამოცემებმა და ტელეკომპანიებმა პირველი ცნობები გაავრცელეს.

გერმანული ZDF-ის ცნობით, ევროპის კონფედერაციას გადაწყვეტილი აქვს, ყველა ევროპული ჩემპიონატის ივლისამდე დასრულება, იმის მიუხედავად, რომ კოროვირუსული პანდემია გრძელდება.

ბერძნული გამოცემა newsbeast.gr კი ამტკიცებს, რომ ერთა ლიგის ნახევარფინალური შეხვედრები (მათ შორის, 26 მარტს თბილისში ცასატარებელი საქართველსა და ბელარუსის ნაკრებების მატჩი) კიდევ ერთხელ გადაიტანეს. მატჩების სავარაუდო ტარიღაც 2 და 6 ივნისი დასახელდა, მაგრამ newsbeast.gr წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ეს მატჩები შემოდგომის დასაწყისამდე არ ჩატარდება.

თუმცა, ჯერ უცნობია, საბოლოოდ უეფა, კლუბებიდ ა ეროვნული ფედერაციები რაზე შეთანხმდნენ. უეფასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ცნობები ჯერ არ გაუვრცელებიათ.