ოდესის ოლქში უამინდობის გამო დაიღუპა ხუთი, სულ მცირე, 19 ადამიანი კი დაშავდა
ოდესის ოლქში უამინდობის გამო დაიღუპა ხუთი, სულ მცირე, 19 ადამიანი კი დაშავდა

ოდესის ოლქში უამინდობის გამო დაიღუპა ხუთი, სულ მცირე, 19 ადამიანი კი დაშავდა. ამის შესახებ თავის ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„სახელმწიფო და რეგიონულ დონეებზე ოპერატიული შტაბები იმუშავებს, ვიდრე არ აღდგება ნორმალური სიტუაცია. ამჟამად ციკლონის ეპიცენტრი ინაცვლებს ჩრდილოეთ ოლქებისკენ – ყველგან მზად ვართ დასახმარებლად“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, ძლიერი ქარისა და ნალექის გამო ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 17 ოლქში 1500-მდე დასახლებული პუნქტი.