ობამეიანგს რასისტი ფანისთვის გამოტანილი განაჩენი არ მოეწონა
ობამეიანგს რასისტი ფანისთვის გამოტანილი განაჩენი არ მოეწონა

„ტოტენჰემის“ ფანმა, რომელმაც „არსენალის“ ფორვარდს, პიერ-ემერიკ ობამეიანგს ბანანი ესროლა, 600 ფუნტის ოდენობის ჯარიმა გადაიხადა. მას, აგრეთვე, ოთხი წლით აეკრძალა საფეხბურთო მატჩებზე დასწრება.

გაბონელი ფორვარდი, სასამართლოს ამგვარი გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩა.„გავა ოთხი წელი და ყველაფერი თავიდან დაიწყება“ – დაწერა ობამეიანგმა Instagram-ში.​

ბანანთან დაკავშირებული ინციდენტი „არსენალსა“ და „ტოტენჰემს“ შორის ჩრდილო ლონდონური დერბის დროს მოხდა. მაშინ „არსენალმა“ 4:2 მოიგო და ობამეიანგმა მეტოქის კარში ორი გოლი გაიტანა.