ობამეიანგი ლა ლიგის ჩემპიონი გახდა - მან „ბარსელონაში“ 8 წუთი ითამაშა #1TVSPORT
ფორვარდი პიერ-ემერიკ ობამეიანგი ოქროს მედალს მიიღებს ლა ლიგის მოგებისთვის 2022-23 წლების სეზონში.
წელს ესპანეთის ჩემპიონი „ბარსელონა“ გახდა. ობამეიანგმა მის რიგებში მხოლოდ რვა წუთი ჩაატარა – პირველ ტურში „რაიო ვალეკანოს“ წინააღმდეგ. ამის შემდეგ გაბონელი „ჩელსიში“ გადავიდა, სადაც 15 შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა.
33 წლის ობამეიანგი პირველად გახდა ქვეყნის ჩემპიონი. მანამდე მან მოიგო საფრანგეთის ლიგის თასი, გერმანიის თასი და სუპერთასი, აგრეთვე ინგლსის თასი და სუპერთასი.