ობამეიანგი და მხითარიანი თითქმის "არსენალში" არიან
ობამეიანგი და მხითარიანი თითქმის "არსენალში" არიან

ლონდონის “არსენალი” ორი ხმაურიანი ტრანსფერისთვის ემზადება. როგორც Goal.com წერს, “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველმა ჰენრიხ მხითარიანმა და “დორტმუნდის” ფორვარდმა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა არსენ ვენგერის გუნდთან პირადი კონტრაქტის პირობები შეათანხმეს.

არსებული ინფორმაციით, “არსენალი” ​მხითარიანის აგენტ მინო რაიოლას სომეხი ფეხბურთელის ხელფასთან დაკავშირებით მოელაპარაკა. ამ შეთანხმების თანახმად, მხითარიანი ლონდონელთა ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

გარიგება, რომლის მიხედვითაც ალექსის სანჩესი “არსენალიდან” “მანჩესტერ იუნაიტედში” უნდა წავიდეს, ხოლო მხითარიანი საპირისპირო მიმართულებით, შაბათს ან კვირას შედგება.

რაც შეეხება პიერ-ემერიკ ობამეიანგს, ელოდებიან, რომ “არსენალი” “დორტმუნდის” ფორვარდში 55 მილიონ ფუნტს გადაიხდის. ამასთან, აღნიშნავენ, რომ ტრანსფერში შეიძლება ჩართული იყოს ლონდონელთა ფორვარდი ოლივიე ჟირუ.