ნუნუ მიცკევიჩი მასობრივი ვაქცინაციის პროცესს შეუერთდა
ნუნუ მიცკევიჩი მასობრივი ვაქცინაციის პროცესს შეუერთდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი პედაგოგებთან, პროფესორ-მასწავლებლებთან და სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია უსაფრთხო სასწავლო და სამუშაო გარემოს შექმნა, ამისათვის კი ვაქცინაცია არის ერთადერთი საშუალება.

ნუნუ მიცკევიჩმა მოუწოდა პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, ჩაერთონ მასობრივი ვაქცინაციის პროცესში პანდემიის დასამარცხებლად.

საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის დამატებით გამოყოფილია ამცრელი კაბინეტები, სადაც აცრის გაკეთება წინასწარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი სასურველი ვაქცინით.