ნუნიესი ყველაზე ცუდად იყენებს საგოლე მომენტებს, ათეულში მოხვდნენ ლევანდოვსკი, ჰალანდი და ვინისიუსი #1TVSPORT
„ლივერპულის“ ფორვარდი დარვინ ნუნიესი ტოპლიგების ფეხბურთელებიდან ყველაზე ცუდად იყენებს საგოლე მომენტებს.
გაზეთ Daily Mail-ის გამოთვლებით, ურუგვაელმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში 31 100-პროცენტიანი მომენტიდან მხოლოდ ექვსი გოლის გატანა შეძლო. ასე რომ, ნუნიესმა აშკარა საგოლე შანსების მხოლოდ 19.4 პროცენტი გარდასახა გოლად.
TOP 5 ქვეყნების ჩემპიონატებიდან ათეულში მოხვდნენ:
- დარვინ ნუნიესი (ლივერპული) – 19,4% (6/31)
- დუშან ვლაჰოვიჩი (იუვენტუსი) – 21,7% (5/23)
- აკორ ადამსი (მონპელიე) – 26,1% (6/23)
- ნიკოლას ჯექსონი (ჩელსი) – 29,2% (7/24)
- პიერ-ემერიკ ობამეიანგი (მარსელი) – 32,1% (9/28)
6–7. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა) – 33,3% (9/27)
6–7. სამუ ომოროდიონი (ალავესი) – 33,3% (8/24)
- ალვარო მორატა (ატლეტიკო) – 34,4% (11/32)
- ერლინგ ჰალანდი (მანჩესტერ სიტი) – 34,8% (16/46)
- ვინისიუსი (რეალი) – 36,4% (8/22)