ნუგზარ წიკლაური - სალომე სამადაშვილის ეპატაჟური გამოხდომები და შეურაცხმყოფელი განცხადებები მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ უნდა, მცირე ყურადღება მაინც შეინარჩუნოს
ნუგზარ წიკლაური - სალომე სამადაშვილის ეპატაჟური გამოხდომები და შეურაცხმყოფელი განცხადებები მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ უნდა, მცირე ყურადღება მაინც შეინარჩუნოს

არ მახსენდება შემთხვევა, ვიღაცა შენი სახელით იყოს მოლაპარაკებებზე, მერე გადადიოდეს სხვა პოზიციაზე და კიდევ აქეთკენ უნდოდეს ქვების სროლა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა სალომე სამადაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

წიკლაურის თქმით, სალომე სამადაშვილის ეპატაჟური გამოხტომები და შეურაცხმყოფელი განცხადებები მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ უნდა, მცირე ყურადღება მაინც შეინარჩუნოს.

„როგორც ჩანს, ქალბატონი სალომეს წასვლამ გამოიწვია „ინტელექტისგან დაცლა“ იმიტომ, რომ ორი კვირის წინ ასეთი შეფასებები მისგან არ მსმენია. სიმართლე არის ის, რომ ამ ადამიანს „ნაციონალური მოძრაობა“ ენდო და ის იყო ჩვენი პარტიის წარმომადგენელი ძალიან მნიშვნელოვან მოლაპარაკებებზე. მოხდა გაუგონარი ამბავი, რომ ამ წარმომადგენელმა იმის გათვალისწინების გარეშე, თუ რა იყო მთელი პარტიის პოზიცია, ხელი მოაწერა ისეთ დოკუმენტს, რომლის წინააღმდეგ გამოდიოდა „ნაციონალური მოძრაობა“. მე მგონი, მის პოლიტიკურ სახეზე ყველაზე კარგად მეტყველებს ასეთი გადაწყვეტილება. მე არც მახსენდება ისეთი შემთხვევა, რომ ვიღაცა შენი სახელით იყოს მოლაპარაკებებზე, მერე გადადიოდეს სხვა პოზიციაზე და კიდევ აქეთკენ უნდოდეს ქვების სროლა.

„ნაციონალური მოძრაობიდან“ წასულმა რამდენიმე ადამიანმა ადრეც გადაწყვიტა, ქვები ესროლა პარტიისთვის, რომლის მეოხებითაც ორჯერ გახდა პარლამენტის წევრი. მათი სახელები დღეს არავის ახსოვს და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ქალბატონი სალომეს სახელიც ზუსტად ასე მიეცემა დავიწყებას. ეს ეპატაჟური გამოხტომები და შეურაცხმყოფელი განცხადებები მეტყველებს მხოლოდ იმაზე, რომ მას უნდა მცირედ მაინც შეინარჩუნოს რაღაც ყურადღება, რომელიც უცილობლად დააკლდება დროთა განმავლობაში“, – განაცხადა წიკლაურმა.