ნუგზარ წიკლაური - სადღაც როცა მივდივარ ან ვერთობი, ყოველთვის გამკრავს აზრი, კი მაგრამ, ახლა რომ ნიკა გვარამია, მიშა, სხვა ადამიანები ციხეში არიან, ჩვენ არ უნდა ვიყოთ კმაყოფილი საკუთარი თავით
ნუგზარ წიკლაური - სადღაც როცა მივდივარ ან ვერთობი, ყოველთვის გამკრავს აზრი, კი მაგრამ, ახლა რომ ნიკა გვარამია, მიშა, სხვა ადამიანები ციხეში არიან, ჩვენ არ უნდა ვიყოთ კმაყოფილი საკუთარი თავით

როცა სადღაც მივდივარ ან ვერთობი, ყოველთვის გამკრავს აზრი – კი მაგრამ, ახლა რომ ნიკა გვარამია ციხეშია, ახლა რომ მიშა ციხეშია, ახლა რომ სხვა ადამიანები ციხეში არიან, ჩვენ არ უნდა ვიყოთ კმაყოფილი საკუთარი თავით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, „კმაყოფილი იქნება საკუთარი თავით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობით“, მათი ბრძოლით მხოლოდ მაშინ, როცა ნახავს, რომ საქართველო ევროპის გზაზე დადგა, აღარ იქნებიან პოლიტიკური პატიმრები და როცა ადამიანის უფლებები აღარ დაირღვევა“.

„მე ვარ ჩემ თავზე ნაწყენი, ყოველთვის ვეუბნები ჩემს თავს, დღეს მაგალითად, გააკეთე შენ იმდენი, რამდენიც საჭირო იყო, არა მხოლოდ მიშას გათავისუფლებისთვის, არამედ ზოგადად ამ საქმისთვის, სხვა პოლიტიკური პატიმრების თავისუფლებისთვის. ამას გეუბნებით სრულიად ცხადად, ყოველთვის, როცა სადღაც მივდივარ ან ვერთობი, ყოველთვის გამკრავს აზრი, რომ კი მაგრამ, ახლა რომ ნიკა გვარამია ციხეშია, ახლა რომ მიშა ციხეშია, ახლა რომ სხვა ადამიანები ციხეში არიან, ახლა რომ ბაჩო თამლიანი იქ არის. ჩვენ არ უნდა ვიყოთ კმაყოფილი საკუთარი თავით. მე კმაყოფილი ვიქნები საკუთარი თავით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობით“, მთელი ჩვენი ბრძოლით მხოლოდ მაშინ, როცა ვნახავ, რომ საქართველო ევროპის გზაზე დადგა, ვნახავთ, რომ აღარ გვყავს პოლიტიკური პატიმრები, როცა ადამიანის უფლებები აღარ დაირღვევა, როცა სასამართლო იქნება ამ ქვეყანაში. მანამდე არ ვარ კმაყოფილი არც ჩემი თავით და არც, რავიცი, უპირველეს ყოვლისა, ჩემი თავით, ამავე დროს, ეს უკმაყოფილებაა, რაც მუდმივ დინამიზმს წარმოშობს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა „ტვ პირველის“ ეთერში.