ნუგზარ წიკლაური - პარტიისა და სალომე სამადაშვილის პოზიციებს შორის უმნიშვნელოვანესი განსხვავებები იყო, „ნაციონალური მოძრაობა“ არის იქ, სადაც იყო
ნუგზარ წიკლაური - პარტიისა და სალომე სამადაშვილის პოზიციებს შორის უმნიშვნელოვანესი განსხვავებები იყო, „ნაციონალური მოძრაობა“ არის იქ, სადაც იყო

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, სალომე სამადაშვილისა და პარტიის პოზიციებს შორის მნიშვნელოვანი პოლიტიკური განსხვავებები იყო, რაც, მათ შორის, გამოიხატა სამადაშვილის მხრიდან შეთანხმებაზე ხელმოწერით.

„ქალბატონმა სალომემ გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ აღარ არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. მართლაც უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური განსხვავებები იყო პარტიის პოზიციასა და ქალბატონი სალომეს პოზიციას შორის, რაც გამოიხატა როგორც იმ შეთანხებაზე ხელის მოწერით, ასევე მთელი რიგი პოლიტიკური გზავნილებით, რომელიც მისგან მოვისმინეთ. სალომე არ არის ამ პარტიის წევრი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არის იქ, სადაც იყო“, – აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.

დატოვე კომენტარი