ნუგზარ წიკლაური - ნიკა მელიას განცხადება იყო სრულიად არასწორი და ამაზე პოლიტსაბჭო იმსჯელებს
ნიკა მელიას განცხადება, როგორც შინაარსის, ისე ფორმის, შერჩეული დროის თვალსაზრისით, იყო სრულიად არასწორი განცხადება და ვერ მოემსახურება დადებითად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს,-ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა.
„ვფიქრობ, რომ პარტიის პოლიტსაბჭო იმსჯელებს აუცილებლად ამ საკითხზე. ჩვენ სავარაუდოდ მივიღებთ მისგან პასუხებს, თუ რით იყო განპირობებული ასეთი განცხადება. ამის შემდეგ გადავწყვეტთ, იმ გზაზე, რომელსაც ყველანი ერთად ვირჩევთ, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ იყოს დიდი საერთო სახალხო მოძრაობა, რა მონაწილეობას მიიღებს ნიკა მელია, რა მონაწილეობას მიიღებენ პოლიტიკური საბჭოს სხვა წევრები.
ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ განცხადება გაკეთებულიყო მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენ შევიკრიბებოდით და გვექნებოდა მინიმალური კომუნიკაცია მაინც. არჩევნების დასრულებიდან ერთ საათში ასეთი განცხადებების გაკეთება, თუ ვინმეს პოლიტიკურ წისქვილზე ასხამს წყალს, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, ძალიან სამწუხაროა, რომ ამის თქმა მიხდება“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.