ნუგზარ წიკლაური - იმედი მაქვს, „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა წევრი და მხარდამჭერი დაემორჩილება პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას და შემდეგი ნაბიჯებიც ამ გადაწყვეტილებასთან იქნება კოორდინირებული
ნუგზარ წიკლაური - იმედი მაქვს, „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა წევრი და მხარდამჭერი დაემორჩილება პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას და შემდეგი ნაბიჯებიც ამ გადაწყვეტილებასთან იქნება კოორდინირებული

პირადად ჩემი პოზიცია ცნობილია. ვფიქრობ, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ერთგულება იმ პრინციპების და სიტყვების მიმართ, რომელიც  გვქონდა და ვუთხარით ჩვენს ამომრჩეველს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტსაბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ყველა უნდა დაემორჩილოს.

„მნიშვნელოვანი არგუმენტებია მეორე მხარეს და მათ შორის გამოვყოფდი საერთაშორისო საზოგადოების პრაქტიკულად ერთსულოვან პოზიციას, რომ ამ ეტაპზე „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შევიდეს და ისე გააგრძელოს ბრძოლა. ასე იქნება თუ ისე, ყველა გადაწყვეტილება უნდა მოემსახუროს მთავარ მიზანს, რომ ეფექტურად გამოვიდეს „ნაციონალური მოძრობა“ თვითმმართველობის არჩევნებზე. როგორიც არ უნდა იყოს გადაწყვეტილება, იმედი მაქვს, ყველა წევრი და მხარდამჭერებიც დაემორჩილებიან მას და შემდეგი ნაბიჯებიც ამ გადაწყვეტილებასთან იქნება კოორდინირებული“, –  განაცხადა წიკლაურმა.

ცნობისთვის, დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღებენ გადაწყვეტილება, შევა თუ არა პარტია პარლამენტში.