ნუგზარ წიკლაური აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციური გაერთიანების დატოვებას არ გეგმავს
ნუგზარ წიკლაური აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციური გაერთიანების დატოვებას არ გეგმავს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნუგზარ წიკლაური აცხადებს, რომ პარტია ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ ფორმატის დატოვებას არ გეგმავს.

წიკლაურის თქმით, „ძალა ერთობაშია“ ძალიან სტაბილური და წარმატებული კოალიციაა და ახლა მიმდინარეობს მუშაობა, რომ მისი შემადგენლობა კიდევ უფრო გაფართოვდეს.

„ჩვენ ახლა ვმუშაობთ იმაზე, რომ მისი შემადგენლობა კიდევ უფრო გაფართოვდეს, უფრო გაძლიერდეს, რომ შესაბამისი კონკურენცია გავუწიოთ იმ ხელისუფლებას, რომელიც ოქტომბერში ხელისუფლების სათავეებს ჩამოშორდება. ამიტომ, მე არ ვიცი, საიდან მოდის თქვენი ინფორმაცია, არაფერი მსგავსის შესახებ მე არ მსმენია. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს.

„ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს გეგმები „ძალა ერთობაშიას“ დატოვებასთან დაკავშირებით, პირიქით, ჩვენი გეგმები არის დამყარებული იმაზე, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს და გაფართოვდეს ეს პოლიტიკური კოალიცია. ამიტომ ვერაფერს მოგახსენებთ იმაზე, რას ამბობს გიორგი ვაშაძე“,- აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.

შეგახსენებთ, „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ არის საუბარი გაერთიანებიდან „ნაციონალური მოძრაობის“ გასვლის თაობაზე.

თუმცა, მისივე თქმით, ამ თემაზე საბოლოო კომენტარი თავად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა გააკეთოს.

დატოვე კომენტარი