ნუგზარ თინიკაშვილი აცხადებს, რომ ოკუპირებულ ახალგორში დაშავებული ქალი სახლში ისე გაწერეს, შესაბამისი სამედიცინო დახმარება არ გაუწევიათ
ნუგზარ თინიკაშვილი აცხადებს, რომ ოკუპირებულ ახალგორში დაშავებული ქალი სახლში ისე გაწერეს, შესაბამისი სამედიცინო დახმარება არ გაუწევიათ

ახალგორის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი აცხადებს, რომ ოკუპირებულ ახალგორში ჭაში ჩავარდნის შედეგად დაშავებული საქართველოს მოქალაქე თამარ გიგაური სახლში ისე გაწერეს, რომ შესაბამისი სამედიცინო დახმარება არ გაუწიეს.

მისი თქმით, თამარ გიგაური სახლში გუშინ საღამოს სახლში გადაიყვანეს.

„სახლში გამოწერეს ისე, რომ თითქოს არანაირი პრობლემა არ აქვს. მისთვის არ გაუკეთებიათ არც ოპერაცია, არც თაბაშირში ჩაუსვამთ მოტეხილობა. შეხვეული მოტეხილობებით, დაბეჟილობებით, მძიმე მდგომარეობაში გადმოიყვანეს სახლში ახალგორში, თავისი დის, ნუნუ გიგაურის ოჯახში. ამ დროისათვის იგივე ვითარებაა, საზღვარს არ ხსნიან, რომ დაშავებული გადმოვიდეს და თბილისის კლინიკას მიმართოს. საზღვარი აუცილებლად უნდა გახსნან, რადგან ორ თვეზე მეტია, როგორც ქართველებისთვის, ისე ოსი მოსახლეობისთვის გაუსაძლისი პირობებია შექმნილი“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს განაცხადა ნუგზარ თინიკაშვილმა.

ოკუპირებულ ახალგორში თამარ გიგაური ჭაში ჩავარდნის შედეგად მძიმედ დაშავდა. მას ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალება არ ეძლევა.

შეგახსენებთ, ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო, რამდენიმე დღის წინ, სათანადო სამედიცინო დახმარება ვერ გაეწია საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს, ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრებ 70 წლის ქალს, რომელიც მოგვიანებით ოკუპირებულ ცხინვალში გარდაიცვალა.