თელ-ავივის გრანდსლემზე ძიუდოში პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს სახელით სამი მამაკაცი და სამი ქალი ძიუდოისტი გამოვიდნენ.
60 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ახალგაზრდა თემურ ნოზაძე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. მან ფინალური ორთაბრძოლა აზერბაიჯანელ დავუდ მამადსოუსთან დათმო.
ასევე წარმატებულად იასპარეზა ტურნირზე ეთერ ლიპარტელიანმაც (57 კგ). მან ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო. მის კარიერაში ეს გრანდ სლემზე მოპოვებული პირველი მედალია.
სამწუხაროდ დღეს გამომსვლელი დანარჩენი ოთხი ძიუდოისტი – ბაგრატ ნინიაშვილი (66 კგ), გიორგი ბაზანდარაშვილი (66 კგ) და ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (52 კგ), მარიამ ჯანაშვილი (52 კგ) ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ ტურნირს. ხვალ, თელ-ავივის გრანდ სლემზე 73 კგ წობით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი და ნუგზარ ტატალაშვილი გამოვლენ, ხოლო 81 კგ-ში ლუკა მაისურაძე და ვლადიმერ ახალკაცი შეეცდებიან ჩვენი ქვეყნისთვის მედლების მოპოვებას. 19 თებერვალს წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყება.