ნოვაკ ჯოკოვიჩს მიაჩნია, რომ ავსტრალიის ღია პირველობის სტარტი შეიძლება გადაიდოს
ნოვაკ ჯოკოვიჩს მიაჩნია, რომ ავსტრალიის ღია პირველობის სტარტი შეიძლება გადაიდოს

მსოფლიოს მეორე ნომერმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია პირველობის სტარტის გადატანის შესახებ საკუთარი აზრი გამოთქვა. „დიდი სლემის“ პირველი ტურნირის დაწყებას, შესაძლოა, ხელი შეუშალოს ხანძარმა, რომელიც ავსტრალიის ტყეებში მძვინვარებს.

„საჭიროა, განიხილონ ტურნირის სტარტის გადატანის ვარიანტი. აუცილებელია, რომ ჩოგბურთელების ჯანმრთელობას არაფერი ემუქრებოდეს. თუ სიტუაცია მელბურნსა და სიდნეიში გაუარესდება, მაშინ გარკვეული წესების შემუშავება გახდება საჭირო. რა თქმა უნდა, გართულდება მატჩების განრიგის შეცვლა, მაგრამ ადამიანების ჯანმრთელობა უპირველესია“, – თქვა ჯოკოვიჩმა.

დღეისთვის, ხანძარი აქტიურია ახალი სამხრეთ უელსისა და ვიქტორიას შტატებში, რომელშიც მდებარეობს მელბურნი – ავსტრალიის ღიას მასპინძელი ქალაქი.

ავსტრალიის ღია პირველობა 20 იანვარს უნდა დაიწყოს.