ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიის ღია პირველობაზე დაუშვებენ #1TVSPORT
ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიის ღია პირველობაზე დაუშვებენ #1TVSPORT

სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი შეძლებს 2023 წელს ავსტრალიის ღია პირველობაზე მონაწილეობას, – ამის შესახებ წერს გაზეთი The Guardian.

წყაროს ცნობით, მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს მისცემენ ქვეყანაში შესვლის უფლებას და გააუქმებენ სამწლიან აკრძალვას, რომელიც ჯოკოვიჩს ავსტრალიის წინა მთავრობამ დაუწესა. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის იანვარში ნოვაკი ავსტრალიაში ჩავიდა, მაგრამ იმის გამო, რომ კორონავირუსზე არ იყო ვაქცინირებული, ის ჯერ საიმიგრაციო იზოლატორში მოათავსეს, შემდეგ ავსტრალიის ვიზა გაუუქმეს, ბოლოს კი მისი ქვეყნიდან დეპორტაცია მოხდა.

ავსტრალიის იმიგრაციის საქმეების ახალი მინისტრი ენდრიუ ჯაილზი აპირებს ჩოგბურთელს ვიზა მისცეს და გააუქმოს ქვეყანაში შესვლის სამწლიანი აკრძალვა. დღეისთვის ავსტრალიაში კორონავირუსის გამო არანაირი შეზღუდვა არ მოქმედებს.

2023 წელს ავსტრალიის ღია პირველობა 16-29 იანვარს გაიმართება.