ნოვაკ ჯოკოვიჩმა ყინულიან წყალში ბანაობის „ჩელენჯი“ წამოიწყო (ვიდეო)

„დიდი სლემის“ ტურნირების 17-გზის ჩემპიონმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა გამოაცხადა ჩელენჯის შესახებ, რომელშიც ყველას მოუწოდა, ყინულივით ცივ წყალში ბანაობა და შესაბამისი ვიდეოს გამოქვეყნება.

„ვიცი, რომ ამგვარი აბაზანები სიგიჟეა, მაგრამ ეს სასარგებლოა სხეულისა და გონების ვარჯიშისთვის. სხვადასხვა ტექნიკა გეხმარებათ ექსტრემალური პირობებისა და ყოველდღიური სტრესების დაძლევაში.

მოვუწოდებ ყველაზე თამამებს, იპოვნონ ყინულიანი წყალსაცავი. არ დაგავიწყდეთ, რომ ვიდეო ზამთარში უნდა გადაიღოთ. უნდა იყოთ მხოლოდ საცურაო კოსტუმში, სხეული კი მინიმუმ სანახევროდ უნდა იყოს დაფარული წყლით. წყალში ერთი წუთი მაინც უნდა გაატაროთ.

გამოიწვიეთ მეგობრები, გაავრცელეთ ვიდეოები, გამოიყენეთ ჰეშთეგი #NoleChallenge. წინ!“ – დაწერა „ინსტაგრამში“ ჯოკოვიჩმა.

2020 წელს, ჯოკოვიჩმა მოიგო ავსტრალიის ღია პირველობა, ასევე ATP Cup-ის სადებიუტო გათამაშება სერბეთის ნაკრებთან ერთად.