ნოვაკ ჯოკოვიჩი უიმბლდონის მეორე წრეშია #1TVSPORT
ნოვაკ ჯოკოვიჩი უიმბლდონის მეორე წრეშია #1TVSPORT

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა მოგებით დაიწყო უიმბლდონი. სერბმა მოულოდნელად დათმო პირველი სეტი 19 წლის ბრიტანელ ჯეკ დრეიპერთან, მაგრამ შემდეგ პრობლემა აღარ ჰქონია – 4:6, 6:1, 6:2, 6:2.

პირველ სეტში ჯოკოვიჩმა შვიდიდან ვერც ერთი ბრეიკპოინტი ვერ გამოიყენა, სამაგიეროდ, მომდევნო სამ სეტში რვა ცდიდან ექვსჯერ აიღო მეტოქის მოწოდება. სერბმა 25 ეისი ჩააწოდა, პირველ მოწოდებაზე მხოლოდ რვა გათამაშება წააგო, 47 „ვინერსი“ დააგროვა და 24 უნებლიე შეცდომა დაუშვა.

დრეიპერი 2018 წელს უიმბლდონის იუნიორთა ტურნირის ფინალისტი იყო. მან პირველად ითამაშა „დიდი სლემის“ ტურნირის ძირითად ბადეში.

ჯოკოვიჩის შემდეგი მეტოქე მსოფლიოს ყოფილი მეხუთე ჩოგანი კევინ ანდერსონი იქნება. ეს სამხრეთაფრიკელი ნოვაკს 2018 წელს უიმბლდონის ფინალში ჰყავს დამარცხებული. ჯოკოვიჩი ანდერსონს ურთიერთშეხვედრებში 9:2-ს უგებს.