ნოვაკ ჯოკოვიჩმა სასამართლო წააგო და ავსტრალიიდან დეპორტი ელის #1TVSPORT
ნოვაკ ჯოკოვიჩმა სასამართლო წააგო და ავსტრალიიდან დეპორტი ელის #1TVSPORT

ცნობილი გახდა ავსტრალიის სასამართლოს გადაწყვეტილება მსოფლიოს პირველი ჩოგანის, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩის საქმესთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ, ავსტრალიის იმიგრაციის მინისტრმა ალექს ჰოუკმა გააუქმა ჩოგბურთელის ვიზა და ჯოკოვიჩის ადვოკატებმა სასწრაფოდ სარჩელი შეიტანეს.

საბოლოოდ, სასამართლომ სარჩელი უარყო. ჯოკოვიჩმა წააგო საქმე და შესაბამისად, ვერ მიიღო ავსტრალიის ვიზა. უახლოეს საათებში ის დეპორტირებული იქნება ქვეყნიდან. გარდა ამისა, ნოვაკს მოუწევს სასამართლოს ხარჯების ანაზღაურება.

ჯოკოვიჩის საქმე სრული შემადგენლობით განიხილა ავსტრალიის ფედერალურმა სასამართლომ.