ნოვაკ ჯოკოვიჩმა რეკორდი დაამყარა - სერბმა ჩოგბურთელმა დიდი სლემის 23-ე ტურნირი მოიგო #1TVSPORT
სერბმა ჩოგბურთელმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა როლან გაროსის ფინალში ნორვეგიელი კასპერ რუდი სამ სეტში, 7:6 (7:1), 6:3, 7:5 დაამარცხა და კარიერაში დიდი სლემის 23-ე ტურნირი მოიგო.
ჯოკოვიჩისა და რუდის დაპირისპირება ნორვეგიელის უპირატესობით დაიწყო, ის 4:1 დაწინაურდა, თუმცა პირველივე სეტში სერბმა თამაშში გარდატეხა შეიტანა და ტაიბრეიქზე დამაჯერებლად, 7:1 გაიმარჯვა. მეორე და მესამე სეტში სიტუაციას უკვე სრულად ჯოკოვიჩი აკონტროლებდა და მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა.
შედეგად, სერბი ჩოგბურთელი მამაკაცთა შორის მოგებული დიდი სლემის ტურნირების რაოდენობით რეკორდსმენი გახდა. აქამდე ის და ესპანელი რაფაელ ნადალი 22-22 გამარჯვებას ფლობდნენ უმთავრეს საჩოგბურთო ფორუმებზე.
ჯოკოვიჩი ასევე მესამედ დაეუფლა როლან გაროსის ჩემპიონის ტიტულს. მან საფრანგეთში 2016 და 2021 წლებშიც გაიმარჯვა.