სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი მეხუთე ჩოგბურთელია ისტორიაში, ვინც პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგის ლიდერობა ზედიზედ 250 კვირის განმავლობაში შეინარჩუნა.
ამ მხრივ უკეთესი შედეგი წარსულში დაფიქსირებული აქვთ მხოლოდ ჯიმ კონორსს (268), ივან ლენდლს (270), პიტ სამპრასსა (286) და შვეიცარიელ ლეგენდა როჯერ ფედერერს (310).