მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა იოლი მოგებით დაიწყო როლან გაროსი. სერბს პრობლემა არ შექმნია ამერიკელი ტენის სანდგრენის წინააღმდეგ – 6:2, 6:4, 6:2. შეხვედრა ზუსტად ორი საათი გაგრძელდა.
სანდგრენმა მატჩში ექვსი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა, მაგრამ ბრეიკი ვერ შეასრულა. ჯოკოვიჩის ანგარიშზე 11 ბრეიკ-პოინტი და ხუთი ბრეიკი იყო. სერბმა ფანტასტიკურად ითამაშა საკუთარ მოწოდებაზე – მხოლოდ შვიდი ქულა დათმო, თუმცა მეორე მოწოდებაზე მხოლოდ 54 პროცენტი მოიგო. ნოვაკს 33 „ვინერსი“ და 21 უნებლიე შეცდომა ჰქონდა.
მეორე წრეში ჯოკოვიჩი ურუგვაელ პაბლო კუევასს შეხვდება.