ნოვაკ ჯოკოვიჩმა მონტე კარლოს „მასტერსზე“ პირველი მატჩი მოიგო #1TVSPORT
ნოვაკ ჯოკოვიჩმა მონტე კარლოს „მასტერსზე“ პირველი მატჩი მოიგო #1TVSPORT

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა მოგებით დაიწყო მონტე კარლოს „მასტერსი“. სერბმა ჩოგბურთელმა მეორე წრეში ორ სეტში დაამარცხა 22 წლის იტალიელი იანიკ სინერი – 6:4, 6:2.

პირველმა სეტმა დაძაბულ ბრძოლაში ჩაიარა. თავიდან ბრეიკით იტალიელი დაწინაურდა, შემდეგ ჯოკოვიჩმა ორჯერ აიღო მეტოქის მოწოდება, თუმცა სინერმა შეძლო უკუბრეიკის შესრულება და სიტუაციის გათანაბრება. მიუხედავად ამისა, ახალგაზრდა ჩოგბურთელმა ვერ შეძლო თუნდაც ტაი-ბრეიკამდე მიღწევა – ჯოკოვიჩმა მეათე გეიმში მესამე ბრეიკი აიღო და სეტებში დაწინაურდა.

მეორე სეტში ჯოკოვიჩმა უფრო დამაჯერებლად ითამაშა საკუთარ მოწოდებაზე – მხოლოდ ერთი ბრეიკ-პოინტის მოგერიება მოუწია, თავად კი ორი ბრეიკი შეასრულა და მერვედფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ბრიტანელი დანიელ ევანსისა და მაიამის „მასტერსის“ გამარჯვებულის ჰუბერტ ჰურკაჩის შეხვედრაში გაირკვევა.

დატოვე კომენტარი