მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა თავისი გუნდიდან ზედიზედ მეორე მწვრთნელი დაითხოვა. ამერიკელი ანდრე აგასის გაშვების შემდეგ, ნოვაკმა თანამშრომლობა შეწყვიტა ჩეხ რადეკ შტეპანეკთან.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ გახდება სერბი ჩოგბურთელის ახალი მწვრთნელი.
შეგახსენებთ, რომ ჯოკოვიჩმა 2017 წელს, ექვსი თვე გამოტოვა ტრავმის გამო და კორტზე იანვარში, ავსტრალიის ღია პირველობაზე დაბრუნდა, სადაც მერვედფინალამდე მიაღწია. ამის შემდეგ, ნოვაკმა ტრავმირებულ იდაყვზე მცირე ოპერაცია გადაიტანა. ამ მომენტისთვის, სერბს სამმატჩიანი წაგებათა სერია აქვს.
ჯოკოვიჩის მომდევნო ტურნირი – მონტე კარლოს “მასტერსი” იქნება, რომელიც 15 აპრილს დაიწყება. ამჟამად, სერბი მსოფლიოს მე-13 ჩოგანია.