ნოვაკ ჯოკოვიჩის ბიძა სერბეთის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს #1TVSPORT
„დიდი სლემის“ ტურნირების 24-გზის ჩემპიონის ნოვაკ ჯოკოვიჩის ბიძა გორან ჯოკოვიჩი სერბეთის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდა, – იტყობინება გამოცემა RMC Sport.
გორან ჯოკოვიჩმა, რომელიც ადრე ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად მუშაობდა, პოსტზე შეცვალა მირკო პეტროვიჩი. ამ უკანასკნელმა პრეზიდენტის თანამდებობაზე ცხრაწლიანი მუშაობის შემდეგ გადადგომის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.
„ჩემი მიზანია – გავაუმჯობესო ის, რისი გაკეთებაც უკვე დავიწყეთ. არ გვაქვს სტადიონები, არ გაგვაჩნია ეროვნული საწვრთნელი ცენტრი. მინდა, რომ ეს ყველაფერი გამოსწორდეს“, – განაცხადა ფედერაციის ახალმა პრეზიდენტმა.
ნოვაკ ჯოკოვიჩის ბიძა შვიდი წლის განმავლობაში იყო ATP-ის ტურნირების დირექტორი ბელგრადსა და სოფიაში.