სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა 2018 წელი პირველი ჩოგანის რანგში დაასრულა.
სეზონის დასრულების მომენტში ის 31 წლისა და 223 დღის იყო, რითაც ყველაზე ასაკოვანი ჩოგბურთელი გახდა „პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის“ (ATP) ისტორიაში, ვინც სეზონი პირველი ნომრის სტატუსით დაასრულა.
ჯოკოვიჩის მონაგარი კლასიფიკაციაში 9054 ქულაა. ეს არის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ისტორიაში რეიტინგის ლიდერებისთვის.
ნოვაკ ჯოკოვიჩმა 2018 წელს „დიდი სლემის“ ორი ტურნირი მოიგო – უიმბლდონი და აშშ-ის ღია პირველობა.