მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ტრავმის შემდეგ, სავარჯიშო პროცესს დაუბრუნდა, – ამის შესახებ წერს პიატის საჩოგბურთო ცენტრის „ინსტაგრამის“ ოფიციალური გვერდი
სწორედ ამ აკადემიაში ჩაატარა ჯოკოვიჩმა პირველი ვარჯიშები აღდგენის შემდეგ.
როგორც ცნობილია, ნოვაკმა თებერვლის დასაწყისში მცირე ოპერაცია გადაიტანა იდაყვზე, რომელიც შარშანდელი სეზონიდან მოყოლებული აწუხებს.
სერბი ნახევარწლიანი პაუზის შემდეგ, იანვარში ავსტრალიის ღია პირველობაზე დაუბრუნდა კორტს და იქ 1/8 ფინალში წააგო კორეელ ჰიეონ ჩონგთან. მატჩის შემდეგ, ჯოკოვიჩმა განაცხადა, რომ იდაყვის არეში ტკივილმა არ მისცა შესაძლებლობების სრულად გამოვლენის საშუალება.