ნოვაკ ჯოკოვიჩი სეზონს დუბაიში დაიწყებს #1TVSPORT
ნოვაკ ჯოკოვიჩი სეზონს დუბაიში დაიწყებს #1TVSPORT

ცნობილი გახდა, რომელ ტურნირზე ითამაშებს პირველად 2022 წლის სეზონში მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი. სერბი გეგმავს დუბაიში გამოსვლას, სადაც მას ხუთი ტიტული აქვს მოპოვებული: 2009, 2010, 2011, 2013 და 2020 წლებში.

ჯოკოვიჩს შეუძლია წინააღმდეგობის გარეშე შევიდეს არაბეთის გაერთიანებული საამიროების ტერიტორიაზე; ქვეყანაში არ არის არანაირი განსაკუთრებული წესი ვაქცინირებულებზე ან არავაქცინირებულებზე, საზღვრის გადაკვეთისთვის საჭიროა რამდენიმე უარყოფითი PCR-ტესტი.

ასევე დუბაის ATP500 კატეგორიის ტურნირზე განაცხადი შეტანილი აქვს მოქმედ ჩემპიონს ასლან კარაცევს, ფელიქს ოჟე-ალიასიმს, იანიკ სინერს, ჰუბერტ ჰურკაჩს და დენის შაპოვალოვს.