ნოვაკ ჯოკოვიჩი მადრიდის „მასტერსიდან“ მოიხსნა #1TVSPORT
ნოვაკ ჯოკოვიჩი მადრიდის „მასტერსიდან“ მოიხსნა #1TVSPORT

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა უარი თქვა მადრიდის „მასტერსში“ მონაწილეობაზე. სერბმა ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ სურს როლან გაროსისთვის უკეთ მომზადება.

როგორც გაზეთი „მარკა“ წერს, ჯოკოვიჩს ეჭვი შეეპარა თავის სატურნირო გრაფიკთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ სერბმა ჯერ მონტე კარლოს „მასტერსზე“ წააგო მერვედფინალი, შემდეგ კი ბელგრადის ტურნირზე გამოეთიშა ბრძოლას ნახევარფინალური ეტაპიდან.

მადრიდზე უარის თქმის მიუხედავად, ჯოკოვიჩი აპირებს თამაშს რომის „მასტერსზე“ (9-16 მაისი) და, შესაძლოა, ბელგრადის მეორე ტურნირზეც (22-29 მაისი), რომელიც უშუალოდ როლან გაროსის სტარტის (30 მაისი) წინ გაიმართება.

„ჩემი გეგმაა – შევხვდე „დიდი სლემის“ ტურნირს კარგ მდგომარეობაში“, – თქვა ჯოკოვიჩმა.

მადრიდის „მასტერსი“ 2-9 მაისს გაიმართება.