ავსტრალიის ღია პირველობის მეშვიდედ მოგების შემდეგ სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩი პრესკონფერენციაზე იმყოფებოდა, როდესაც მას ჟურნალისტი კითხვას იტალიური აქცენტით უსვამდა –
„შვიდჯერ ავსტრალიის ღია პირველობა, 15 სლემი…“, რა დროსაც ნოვაკმა მას საუბარი გააწყვეტინა და იტალიური აქცენტითვე მიუგო – „მგონი, ურიგო შედეგი არაა“.
შემდეგ, ჯოკოვიჩმა ჟურნალისტს ბოდიში მოუხადა და დამსწრე საზოგადოებასთან ერთად იცინა.
შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის ღიას ფინალში სერბმა რაფაელ ნადალი სამ სეტში დაამარცხა. მან „დიდი სლემის“ მე-15 ტიტული მოიგო და ამ მაჩვენებლით მხოლოდ როჯერ ფედერერსა და ნადალს ჩამორჩება, რომლებსაც, შესაბამისად, 20 და 17 ტიტული აქვთ.